logo
ENG



ჯანმო სახელმწიფოებს მკაცრი ზომების ეტაპობრივი და ფრთხილი მოხსნისკენ მოუწოდებს

12 მაი 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს კვლავ მკაცრი ზომების ეტაპობრივი და ფრთხილი მოხსნისკენ მოუწოდებს. ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელისუფლებები გააფრთხილა, რომ ლოქდაუნიდან გამოსვლამდე ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეპიდემიას აკონტროლებენ და რომ ჯანდაცვის სისტემას შემთხვევების მატებასთან გამკლავება შეუძლია.

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გუშინ მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი ამოქმედდა. გაიხსნა მაღაზიები, სალონები, სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები, რესტორნები და ბარები. ნაწილობრივ აღდგა სასწავლო პროცესიც. ბოლო 24-ხ საათში გერმანიაში ვირუსის ახალი 933 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია. 


close დახურვა